გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

   გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ.Die Deutsche Fußballnationalmannschaft) ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებია საერთაშორისო არენაზე. იგი წარმოადგენს მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეულ გერმანელ ფეხბურთელებს. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უეწვს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, მაგალითად ამხანაგურ თამაშებში სხვა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებთან, ასევე უეფასი და ფიფას ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სელექცია მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა სხვა ეროვნულ ნაკრებთა შორის. გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 1954, 1974, 1990 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი 1966, 1982, 1986 და 2002, სამგზის მესამე ადგილოსანი 1934, 1970 და 2006 წლებში და მეოთხეადგილოსანი 1958 წელს. სულ 11-ჯერაა გასული ნახევარფინალებში. ამ მაჩვენებლით უსწრებს თვით ბრაზილიის ნაკრებს. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული (1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი).
გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი და მიროსლავ კლოზე გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი.

     ბომბარდირები                             

No comments:

Post a Comment