გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარიაქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინიქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.
- ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3 767 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
- მთის სისტემები — ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი.
- უმაღლესი მწვერვალები (მ) — ცუგშპიცე 2.962, ჰოხვანერი 2 746;
- მთავარი მდინარეები (კმ) — რაინი 865 (სულ 1 320), ელბა 700 (სულ 1 165), დუნაი 647 (სულ 2 858), მაინი 524;
- მთავარი ტბები (კმ²) — ბოდენის ტბა 305 (სულ 571), მიურიცი 110, კიმზეე 80;
- მთავარი კუნძულები (კმ²) — რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი — ატლანტიკური.
- ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- მოსახლეობა — 81,757,600 მლნ (2010), მათ შორის 91,5% გერმანელები, 2,4% თურქები. ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი — იუგოსლავები, იტალიელები, ბერძნები.
- ენა — გერმანული.
- რელიგია (2004:) — კათოლიციზმი (31,7%), პროტესტანტიზმი (31,3%).
- დიდი ქალაქები (ათასი მცხ.): ბერლინი (3.274), ჰამბურგი (1.686), მიუნხენი (1.185), კელნი (965), ესენი (589), მაინის ფრანკფურტი (648), დორტმუნდი (588), შტუტგარტი (591), დიუსელდორფი (570), ბრემენი (528),ჰანოვერი (516), დუისბურგი (513), ნიურნბერგი (486), ლაიფციგი (486), დრეზდენი (473).
No comments:
Post a Comment